https://www.youtube.com/watch?v=gGjJFRPtdDI&list=RDgGjJFRPtdDI&index=1 იცი, მე მაგ ყვავილს ვრწყავდი, თითქმის ყოველდღე ვრწყავდი და, ალბათ, დალპა? არა, დალპებოდა, აბა, რა იქნებოდა. ეგ ხომ თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ მაინც ვრწყავდი. ხანდახან ზედმეტი მორწყვაც არ ვარგაო, კი მითხრეს, მაგრამ არ დავუჯერე, ანდაც, სანახევროდ დავუჯერე. შენი აზრით, რა უნდა მექნა? დილით ყავას რომ ვიმზადებდი, აპარატმა გაჭედა და სულ გადმოიღვარა ჩემი ესპრესო, არადა, ბოლო კაპსულაღა მქონდა და მერე მთელი დღე მაგ კოფეინის იმედზე უნდა ვყოფილიყავი, იმედიც წამერთვა დილიდან და გუნებაც წამიხდა, შეიძლება ისედაც წამხდარი მქონდა, რა ვიცი, რას გაიგებ , აბა? ასე დილაადრიან ადგომა არ მიყვარს, ეტყობა, მაგის ბრალია უიღბლობა დღევანდელი ყავისა და ყვავილისა. მერე ჩემი უსამსახურობა გამახსენდა, ავდექი და ისევ შევწექი, ცხელოდა , მაგრამ პლედი მაინც დავიფარე. ხანდახან იმის გმო ვტირი, რომ ვარსებობ და ხანდახან იმის გამო, რომ მალე არ ვიქნები. შენ რის გამო ტირი ხოლმე? ტირი კი? მერე ისევ ის ყვავილი გამახსენდა, შენც გამახსენდი ყვ...
Posts
მღვდლის საათი
- Get link
- X
- Other Apps
მე-9 - მე-10 კლასში რომ ვიყავი, ჩემს სკოლაში '' პოლიციის საათი'' ტარდებოდა ხოლმე და ძირითადად, საგაკვეთილო პროცესის ხარჯზე ( ჩემი კლასის შემთვევაში - რუსულის) და ჩვენც, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით გავრბოდით სააქტო დარბაზში, თუმცა შემდეგ 1-2 თვეში ის პოლიციელი ამერიკაში წავიდა და ჩვენც დავრჩით ისევ რუსულის მასწავლებელთან ერთად, რომელიც ჩემი ოჯახის თითქმის ყველა თაობას ასწავლიდა და რომელიც ახლა უკვე ყველა გაკვეთილზე ქართულ ყვითელ პრესას უფრო ხშირად გვაკითხებდა, ვიდრე რუსულის წიგნს. მოკლედ, ძალიან გვინდოდა ისევ გვქონოდა რამე საშუალება გაკვეთილებიდან თავის დასაღწევად. ჰოდა, ღმერთი როგორი კეთილია, კი იცით, და '' მღვდლის საათი'' გვაჩუქა. მამა გიორგი საშუალოზე მაღალი და გამხდარი კაცი იყო. ცისფერი თვალები, წითური თმა და მშვიდ სახეზე წითურივე წვერი ჰქონდა. ერთხელ გვითხრა, ქართველები, ნამდვილი ქართველები, სწორედაც, რომ ჩემნაირები იყვნენო. ერთი წითური ნათესავი მყავს, ისიც იყო დარბაზში, ავტომატურად გადავხედე, ამ სიტყვების მოსმენის მერე სიამოვნებისგან მიბნედილიყ...
ქალების გასახდელი ოთახი
- Get link
- X
- Other Apps
თითქმის ერთი თვეა სავარჯიშო დარბაზში დავიწყე სიარული და ვცდილობ, არავის ვეკონტაქტო, ამიტომაც ყურსასმენებს , ფაქტობრივად, არც ვიხსნი, მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ( საუნაში შესვლამდე, ბანაობამდე) . არა, განა კომუნიკაბელური არ ვარ ( ვინმე ნაცნობმა რომ დამინახოს, აქ ასე რომ ვიქცევი, სავარუდოდ, ძალიან გაუკვირდება) , უბრალოდ, უჩინრობა მომწონს, ძალიან მომწონს. ადრე ჩემმა კურსელმა ბიჭმა, რომელსაც ვემეგებობრებოდი და ამასთანავე, რომელიც არ იყო ჩემ მიმართ გულგრილი, მითხრა, რომ ჩემში ზუსტად ეს მოსწონდა - ერთდროული სიკაშკაშე და შეუმჩნევლობა. თავიდან ცოტა მეუცნაურა, საერთოდ, ადამიანები სხვებს უფრო ვსწავლობთ ხოლმე (იმიტომ, რომ მარტივია), ვიდრე საკუთარ თავებს და ამიტომაც ვართ ძირითადი ნაწილი იქ(არც თუ ისე კარგ ადგილას), სადაც ვართ. ამ დარბაზში პირველად მოვედი, შარშანაც ვვარჯიშობდი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგრამ სახლიდან ძალიან შორს, თუმცა მანამდეც 2 წლით ადრე, დავდიოდი იმავე დარბაზში და მაგიტომაც გადავწყვიტე, ისევ იქ მივსულიყავი, სადაც მხოლოდ ქალები დადიან და მ...
უზრდელობა თუ ძალადობა?
- Get link
- X
- Other Apps
ახლა წესით სამაგისტრო ნაშრომზე უნდა ვმუშაობდე, მაგრამ ვერ ვკონცერტრირდები . ჩემი დისშვილი 6 წლისაა და სულ მინდა მის გვერდით ვიყო, ოღონდ ეს ყოფნა ყოფნისთვის კი არ მინდა, არამედ, მისი დაცვისთვის ყველა მოძალადისგან, ყველა ბინძური ადამიანისგან. და კიდევ, მინდა იცოდეს, რომ „სასირცხვილო თემები“ ჩვენს ურთიერთობაში არასდროს იარსებებს. ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს (არამხოლოდ ჩემი შეფასებით) და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობიდან (3 წლის შემდეგ). იმაზე ფიქრს, რაზეც ახლა ვწერ, ვცდილობ, ყოველთვის თავი ავარიდო, მაგრამ ზოგჯერ და ახლაც - უშედეგოდ. ახლა 2019 წლის ივნისია, მალე 25- ის გავხდები, თითქმის 20 წელი გავიდა ამ ამბიდან, მაგრამ ამბის „მეორე პირებისთვის“ მაინც არაფერი შეცვლილა. ჩემთვის ის შეიცვ...
მეტროში
- Get link
- X
- Other Apps
არ არის დიდი ხანი გასული მას შემდეგ , რაც პირველად ვიგრძენი არადაამიანურად მძაფრი სურვილი იმისა, რომ არაადამიანი გავმხდარიყავი. ცუდი ის არის, რომ ეს სურვილი მაშინ ვერავის გავუმხილე, სიტყვის მნიშვნელობის ორაზროვნებიდან გამომდინარე. რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი არაადამიანური სურვილისთვის შემესხა ხორცი, არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. თუმცა ხორცი არა, ნამდვილად არა, რაღაც სხვა, ჰო, რაღაც სხვა ისეთი არაადამიანური, რომ არადაამინად გარდაქმნაში დამხმარებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, იმიტომ, რომ მეც თქვენსავით ადამიანი ვარ. მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ზედხედიდან თუ შეხედავ ერთდროულად სხვადასხვა მიმართულების მატარებლებიდან ჩამოსული ან ასვლის მსურველი ხალხის ტალღას, მაშინ, ალბათ, მოგინდება შენც, რომ არაადამიანად იქცე, მაგრამ შენც თუ ჩემნაირი იქნები და არ ეცდები არაადამიანად ქცევის გზებ...
ბანანის ამბავი
- Get link
- X
- Other Apps
მაღაზიაში შესვლისთანავე ბოსტნეულის და ხილის სექციისკენ გავემართე და გზაში მისი სიტყვები დამეწია, სიტყვები ჰაერში ერთმანეთს მიენარცხა , ის კიდევ გაწითლდა და ახლა უკვე ნაბიჯებით მომიახლოვდა. -მე დაგეხმარები, აი, პარკი.. მოიცა, მოიცა, მე აგირჩევ, საერთოდაც.. - გმადლობ, თუმცა არ არის საჭირო, მართლა არ არის.. თითქოს ყველაფერი ერთიანად გახმა და უარესიც, ნეშომპალად იქცა, მესამე ყუთისა და მის მოპირდაპირე დახლზე მწვანე ყუთის (დანარჩენები წითლები იყო) გარდა. პირველში კიტრები სათითაოდ დაელაგებინათ, მთელი რუდუნებითა და მონდომებით, ზომებისა და სიცოცხლისუნარიანობის მიხედვით, მწვანე ყუთიდან კი ყვითელი ბანანები ცდილობდნენ თითქოს სპეციალურად შექმნილი კონტრასტულობის დახმარებით ჩემს ცდუნებას - ჩემსავე ხახაში ესრიალათ. მეც დავნებდი და ორივე ყუთში ვათათუნე ხელები, თავდაპირველად უხეში, დიდი ზომის კიტრები ავარჩიე, თუმცა ვერც იქვე მიდებულ ნორჩ პრიალას ვუთხარი უარი, შემდეგ ბანანებისკენ გადავინაცვლე, ის კი იდგა და მიყურებდა. ასაწონად გავუწოდე, თუმცა ვეღარ ვითმენდი ისე ძალიან მშიოდა...